სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის

2018–2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის დარეგულირების წესი

 

 

1.წარიმართოს სსიპ- ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესი შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

 

პირველი (შემოდგომის ) სემესტრი

 

1.1. დაიწყოს 2018-2019 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის ) სემესტრის პროცესი 2018 წლის 10 სექტემბერს და დამთავრდეს 2018 წლის 22 დეკემბერს

1.2. განისაზღვროს დავალიანებების დაფარვის ვადა 2018 წლის 03 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე

1.3. განისაზღვროს აკადემიური რეგისტრაციის ვადა   2018 წლის  03 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე

1.4. განისაზღვროს 2018 – 2019 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის)  სემესტრის შუალედური შემოწმებების ვადა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 05 ნოემბრამდე

1.5.ჩატარდეს 2018 – 2019 სასწავლო წლის პირველი ( შემოდგომის ) სემესტრის  ძირითადი საგამოცდო  სესია 2018 წლის 24 დეკემბრიდან  2019 წლის 14  იანვრის ჩათვლით

1.6.ჩატარდეს დამატებითი საგამოცდო სესია 2019 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის  04 თებერვლამდე

1.7.  გამოცხადდეს სემესტრებს შორის არდადეგები 2019 წლის  04 თებერვლიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე

 

მეორე (გაზაფხულის) სემესტრი

 

2 .განახლდეს 2018 – 2019 სასწალო წლის  მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო პროცესი  2019 წლის 18 თებერვლიდან და დამთავრდეს 2019 წლის 01 ივნისს

2.1.განისაზღვროს  აკადემიური რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე

2.2.განისაზღვროს 2018 -2019  სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის       შუალედური შემოწმებების ვადა 2019 წლის  8 აპრილიდან 2018 წლის  15 აპრილამდე

2.3. ჩატარდეს 2018 – 2019 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია 2019 წლის 3 ივნისიდან 17 ივნისამდე

2.4. ჩატარდეს 2018 – 2019 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის დამატებითი საგამოცდო სესია 2019 წლის 27 ივნისიდან 06 ივლისამდე

2.5. ჩატარდეს 2019 წლის მისაღები გამოცდების ფარგლებში კოლეჯის შემოქმედებითი ტურები 2019 წლის 7 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით

2.6.განისაზღვროს 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და კვალიფიკაციის მინიჭება 2019 წლის 17  ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით

2.7. გამოცხადდეს სემესტრებს შორის საზაფხულო არდადეგები 2018 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 9 სექტემბრამდე

 

3. ჩატარდეს 2018 -2019 სასწავლო წლის ლექციური და ინდივიდუალურ- პრაქტიკული   მეცადინეობები ყოველდღე,  გარდა კვირა დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია კვირა დღეს ინდივიდუალური ან ლექციური მეცადინეობების ჩატარება ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმების საფუძველზე

4. ინდივიდუალური მეცადინეობები ჩატარდეს დილის 09 საათიდან პროფესორ-   მასწავლებლებთან შეთანხმების საფუძველზე და სალექციო საათების გათვალისწინებით, ხოლო სალექციო მეცადინეობები დაიწყოს ძირითადად 15 საათიდან, გამონაკლის შემთხვევაში - 13 საათიდან.

5. აკადემიური საათი განისაზღვროს 60 წუთით, ხოლო შესვენება მეცადინეობებს შორის - 10     წუთით.

6. დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს

(ტ. ჯავახიშვილს) დაიცვას ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნები და უზრუნველყოს კოლეჯის სტუდენტებისთვის მათი ინდივიდუალური გაცნობა.

7. დარეგულირების წესი განთავსდეს კოლეჯში თვალსაჩინო ადგილას და კოლეჯის ვებ-გვერდზე.

8. განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ

 

 

             რექტორი: რუსუდან ლორთქიფანიძე

 

 


  • 2018-2019 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის ლექციების ცხრილი



  • © 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
     

    მისამართი: 4600 ქუთაისი
    კ. გამსახურდიას 43ა
    ტელეფონი: 0 (431) 270 911.
    E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge